ახალი ამბები

შეხვედრის გაუქმების მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობაა – სამხარაძე

18 მაისი, 2022 • 1091
შეხვედრის გაუქმების მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობაა – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.

„ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გაუქმების თუ გადადების მიზეზი არის ბატონი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას ჰქონდა კოვიდი და ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისში. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა, იყო ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დღეს ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატოში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, ყველა სხვა შეხვედრა გაუქმდა“, — განაცხადა სამხარაძემ და დასძინა, რომ „არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება რომ იყოს“.

ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

ინფორმაცია ამის შესახებ ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანონსში აისახა.

იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში დღეს ფინეთისა და შვედეთის ელჩები მიიღო. სამხედრო ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ორმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთეს.

ბრიუსელში სტოლტენბერგის და ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი