ახალი ამბები

რაც გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, ლოგიკაში არ ჯდება – ჯაღმაიძე შეწყალების მოთხოვნაზე

17 მაისი, 2022 • 1498
რაც გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, ლოგიკაში არ ჯდება – ჯაღმაიძე შეწყალების მოთხოვნაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მათი  მხრიდან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნა,  „ლოგიკაში არ ჯდება“.

ჯაღმაიძეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა აპირებს თუ არა საპატრიარქო, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართო, რაზეც მან უპასუხა

„არ მგონია… რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი