ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის საკონსულომ ხარკოვში მუშაობა განაახლა

17 მაისი, 2022 • 3413
აზერბაიჯანის საკონსულომ ხარკოვში მუშაობა განაახლა

უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს შემდეგ ხარკოვში მუშაობა განაახლა ქვეყნის საპატიო საკონსულომ. ამის შესახებ უკრაინაში აზერბაიჯანის მისიის ხელმძღვანელმა აფგან სალმანოვმა განუცხადა გამოცემა”კავკაზსკი უზელს”.

ოფიციალური ცნობით, არსებული საკონსულოს შენობა ხარკოვში საომარი მოქმედებების დროს სროლებისგან 7 მარტს დაზიანდა და, შესაბამისად, ახალი საკონსულო სხვა შენობაში გადავიდა.

ომის დროს დაზიანებული საკონსულოს შენობა ხარკოვში; ფოტო: აზერბაიჯანის თავდაცვა

ომის დროს დაზიანებული საკონსულოს შენობა ხარკოვში; ფოტო: აზერბაიჯანის თავდაცვა

“უკვე რამდენიმე დღეა ხარკოვში სიტუაცია მშვიდია. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანები იწყებენ ქალაქში დაბრუნებას. ამიტომაც გადავწყვიტეთ საკონსულოს მუშაობის განახლება”, – განაცხადა კონსულმა.

29 აპრილს კი ლვოვიდან აზერბაიჯანის საელჩო კიევში დაბრუნდა.

რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ომის 81-ე დღისთვის უკრაინელებმა მოიგერიეს რუსების არაერთი მცდელობა, გადაკვეთონ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდინარე დონბასში, ასევე, დიდი ალბათობით, მოიგეს ბრძოლა ხარკოვისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი