ახალი ამბები

შვედეთთან და ფინეთთან პრობლემა არ გვაქვს, თუმცა … – პუტინი

16 მაისი, 2022 • 2948
შვედეთთან და ფინეთთან პრობლემა არ გვაქვს, თუმცა … – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს პრობლემა არ აქვს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებასთან, თუმცა ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება საპასუხო რეაქციას გამოიწვევს რუსეთისაგან.

„რუსეთს ამ სახელმწიფოებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. რუსეთისთვის ამ ქვეყნების ხარჯზე [ნატოს] გაფართოებით პირდაპირი საფრთხე არ არსებობს. მაგრამ ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. და როგორი იქნება ეს რეაქცია [დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ] შევხედავთ წამოქმნილ საფრთხეებს. საერთოდაც, პრობლემები არსაიდან იქმნება“, – განაცხადა მან 16 მაისს.

ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას.

მოსალოდნელია, რომ ფინეთის მსგავსად, ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს შვედეთის მთავრობაც.

ორი სკანდინავიური ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას ანალიტიკოსები ისტორიულ მოვლენად აფასებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ათწლეულების მანძილზე ქვეყნებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჰქონდათ დეკლარირებული.

თუმცა უკრაინაში რუსეთის ომმა ფინეთი და შვედეთი დააფიქრა უსაფრთხოების პოლიტიკის გადახევდაზე.

ვრცლად ამ საკითხზე:


2021 წლის ბოლოს, მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვა, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

რუსეთის საგარეო უწყება ამ მოთხოვნას „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებით“ ხსნიდა და ალიანსს სხვადასხვა პირობებს უყენებდა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი