ახალი ამბები

დავითაშვილი: სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური პროცესებისგან

16 მაისი, 2022 • 992
დავითაშვილი: სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური პროცესებისგან

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნიკა გვარამიას შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელია.

დავითშვილის თქმით, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივია და ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საკითხია:

„ცალსახად, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, ნებისმიერი სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სამართლებრივია და პოლიტიკური გავლენა ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციას და იმიჯს, საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული.

ქვეყანა მიდის ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს რომ კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე თანასწორია“ – ამბობს ლევან დავითაშვილი მთავრობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოს.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი