ახალი ამბები

პავილიონისი: სამწუხაროა ყურება, თუ როგორ კარგავს საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას

16 მაისი, 2022 • 870
პავილიონისი: სამწუხაროა ყურება, თუ როგორ კარგავს საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას

ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის დაკავებას ტვიტერზე ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფებების გასანადგურებლად.

ლიეტუველი პარლამენტარი აცხადებს, რომ სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ კარგავს საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას:

„ჩანს, თითქოს ქართული ოცნებას სურს ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიული მისწრაფებების გასანადგურებლად და დაუშვას ყველა შეცდომა იქნება ეს უკრაინისთვის სოლიდარობა, თუ პრეზიდენტის დაკავება ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიული განხილვის წინ. სამწუხაროა იმის ყურება, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას“ – ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისის.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ვრცლად წაიკითხეთ – რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი