ახალი ამბები

დაეხმარეთ „აზოვსტალს“ ახლავე – უკრაინელი მონაწილეების მიმართვა ევროვიზიაზე

15 მაისი, 2022 • 1557
დაეხმარეთ „აზოვსტალს“ ახლავე – უკრაინელი მონაწილეების მიმართვა ევროვიზიაზე

უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ ევროვიზიის სცენიდან მსოფლიოს მიმართა, რომ „აზოვსტალს“ დაეხმარნონ.

უკრაინელმა მომღერლებმა ევროვიზიის ფინალში საკონკურსო სიმღერის შესრულების შემდეგ, სცენა სწორედ მარიუპოლისა და „აზოვსტალში“ მყოფთათვის დახმარების სათხოვნელად გამოიყენეს.

„ყველას გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ „აზოვსტალს“, ახლავე!“, – მიმართეს მსოფლიოს უკრაინელმა კონკურსანტებმა.


ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარეობს, რომელიც რუსების ალყაში იმყოფება. მარიუპოლში ჯერჯერობით იბრძვის „აზოვის პოლკი“, რომელიც „აზოვსტალის“ მიწისქვეშა გვირაბებშია გამაგრებული და  რამდენიმე დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მათ აქტიურად უტევენ.

გასულ კვირას ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. მედიის ინფორმაციით, ამ დროსთვის ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩება დაჭრილი სამხედროები და „აზოვის პოლკის“ ჯარისკაცები.

მასალების გადაბეჭდვის წესი