ახალი ამბები

პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ნატო-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება – კრემლი

14 მაისი, 2022 • 19894
პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ნატო-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება – კრემლი

მას შემდეგ, რაც ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, რუსეთის პრეზიდენტსა და მის ფინელ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც კრემლი აცხადებს, ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და ნატო-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რამაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

„ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტის ტრადიციული პოლიტიკის მიტოვება შეცდომა იქნება, რადგან რადგან ფინეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ამგვარმა ცვლილებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე“, – აცხადებს კრემლი.

ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა საული საული ნიინისტემ პუტინს უთხრა, ფინეთს სურდა რუს მეზობელთან ურთიერთობა “სწორად და პროფესიონალურად” მოეგვარებინა.

თუმცა , მისი თქმით,  2021 წლის ბოლოს რუსეთის მოთხოვნამ ქვეყნები ნატო-ში არგაწევრიანებაზე და ასევე 2022 წლის თებერვალში მისმა უკრაინაში შეჭრამ, ფინეთის უსაფრთხოების გარემო ძირეულად შეცვალა.


ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ალიანსში გაწევრიანებისთვის განაცხადს ქვეყნის პარლამენტიც დაამტკიცებს. მოსალოდნელია, რომ ფინეთის მსგავსად, ნატო-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს შვედეთის მთავრობაც.

ორი სკანდინავიური ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას ანალიტიკოსები ისტორიულ მოვლენად აფასებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ათწლეულების მანძილზე ქვეყნებს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ჰქონდათ დეკლარირებული. თუმცა უკრაინაში რუსეთის ომმა ფინეთი და შვედეთი დააფიქრა უსაფრთხოების პოლიტიკის გადახევდაზე.

გირჩევთ წაიკითხოთ:

რას ნიშნავს ფინეთის ნატოში შესვლა რუსეთისთვის, თავად ალიანსისა და საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი