ახალი ამბები

ხორბლის ფქვილის დეფიციტის საფუძველი არ არსებობს – სამინისტრო

13 მაისი, 2022 • 1242
ხორბლის ფქვილის დეფიციტის საფუძველი არ არსებობს – სამინისტრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

„იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით. დაახლოებით თვე-ნახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება.

ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ხორბალი ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა, თუმცა ბოლო წლებში დაწესებული სატარიფო პოლიტიკის გამო ქართველი მეწარმეები რუსეთიდან ხორბლის ნაცვლად,~ უკვე მზა ფქვილის იმპორტს ახორციელებდნენ.

შედეგად, საქართველოში არსებული ხორბლის გადამამუშავებელი წისქვილების ნაწილი დაიხურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი