ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც კიევისთვის $40-მილიარდიან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას მოიაზრებს, იტყობინება „სი-ენ-ბი-სი“.
კანონპროექტს 368 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი.
პალატის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ჯერი აშშ-ის სენატზეა, შემდეგ კი – პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შამერის განცხადებით, სენატი შეეცდება სწრაფად განიხილოს და მიიღოს კანონპროექტი.
„სი-ენ-ენის“ ცნობით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ გამოყოფილი თანხები უკრაინის სამხედრო ძალების წვრთნას, შეიარაღებას და სხვა საჭიროებებს მოხმარდება. ამასთან ერთად, თანხები გამოყოფილია ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
გარდა ამისა, 9 მაისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა „ლენდ ლიზის“ კანონპროექტს, რომელიც აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საშუალებას აძლევს. ამ თემაზე გირჩევთ: