ახალი ამბები

თვითმფრინავში ავაიკატასტროფის ფოტოების გავრცელებისთვის ისრაელში 9 ადამიანი დააკავეს

11 მაისი, 2022 • 1336
თვითმფრინავში ავაიკატასტროფის ფოტოების გავრცელებისთვის ისრაელში 9 ადამიანი დააკავეს

ისრაელში 9 ადამიანი დააკავეს აფრენისას მგზავრებისთვის ავიაკატასტროფის ფოტოების გაგზავნის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქეებმა აფრენისას თვითმფრინავის მგზავრებს ავიაკატასტროფის ფოტოები გაუგზავნეს, რითაც გამოიწვიეს პანიკა და ფრენა რამდენიმე საათი გადაიდო. პოლიციის განმარტებით, ბრალდებულებმა მგზავრებს, სავარაუდოდ, AirDrop-ის [ინტერნეტის გარეშე ფაილების გაგზავნის სისტემა] გამოყენებით გაუგზავნეს ფოტოები.

“ერთ ქალს გული წაუვიდა, მეორეს პანიკური შეტევა ჰქონდა”, – უთხრა ერთ-ერთმა მგზავრმა ისრაელის ტელევიზიას.

პოლიციის თქმით, დანაშაული შეიძლება განიმარტოს, როგორც “ტერორისტული საფრთხე”.

The Guardian-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტი არ არის პირველი საფრთხის შემცველი შემთხვევა მიმდინარე კვირების განმავლობაში. 28 აპრილს აეროპორტის დაცვის თანამშრომლებმა ამერიკელი ოჯახის ბარგში აუფეთქებელი ჭურვი იპოვეს. ოჯახს ისრაელში შვებულების შემდეგ ჭურვი სუვენირად მიჰქონდა სახლში.

ჭურვის აღმოჩენამ აეროპორტში პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გარბიან ადამიანები მომხდარის შემდეგ. საბოლოოდ, ოჯახი ისრაელიდან დაგეგმილ დროს გაფრინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი