ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტ ნათია კობერიძემ დაარღვია ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. სამოტივაციო ნაწილი, თუ რატომ მიიღო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთი კვირის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

ეს დრო კი ეთერ თურაძის, ეთიკის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საჭიროა იმისთვის, რომ სამოტივაციო ნაწილი მომზადდეს და შემდეგ გამოქვეყნდეს.

რაც შეეხება ქარტიის პირველ პუნქტს, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით, კობერიძემ დაარღვია არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

“არანაირ გაფრთხილებას და სხვა ტიპის სანქციებს საბჭო არ ითვალისწინებს და ერთადერთი სანქცია ჟურნალისტისადმი არის ის გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკის ქარტიის პრინციპი”– ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თურაძე.

კითხვები, რომელიც საბჭომ ჟურნალისტ ნათია კობერიძეს გაუგზავნა:

  1. ქალბატონო ნათია,

თქვენ საშუალება გქონდათ, გაცნობოდით იმ საჩივრებს, რომლებიც შემოვიდა თქვენს წინააღმდეგ ქარტიის საბჭოში. აღიარებთ თუ არა, რომ თქვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა ქარტიის ნორმების დარღვევას, როგორც ეს იყო მითითებული საჩივრებში?

თუ საჩივრების შინაარსს არ ეთანხმებით, გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი არგუმენტები ამის თაობაზე.

  1. თვლით თუ არა, რომ დაარღვიეთ ქარტიის პირველი მუხლი: ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია?”
  2. თუ კი, მაშინ ჰქონდა თუ არა ადგილი თქვენზე ზეწოლას ხელმძღვანელების მხრიდან, რამაც ეთიკის ნორმების დარღვევა გაიძულათ?
  3. რა გახდა თქვენი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, რომ  მოსულიყავით საბჭოს სხდომაზე და ღიად დაგეფიქსირებინათ თქვენი პოზიცია?
  4. ხართ თუ არა გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟის” თანაავტორი?
  5. გადაცემის ეთერში გასვლამდე, მიგაჩნდათ თუ არა, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი უწყვეტად უნდა ყოფილიყო გადაცემის მსვლელობის დროს?
  6. გადაცემის ეთერში გასვლამდე, იცოდით თუ არა, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი უწყვეტად არ დაედებოდა მას?
  7. თუ თქვენ იცოდით, რომ გადაცემის მთელი მსვლელობისას გამაფრთხილებელი ტიტრი არ დაედებოდა, რა მოიმოქმედეთ ამის თავიდან ასაცილებლად?
  8. თუ თქვენ გქონდათ  წინასწარი ინფორმაცია, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი მთელი გადაცემის განმავლობაში უნდა დადებულიყო და პირდაპირ ეთერში აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, რა მოიმოქმედეთ?
  9. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ეთერში გასულ საარქივო მასალებზე მკაფიოდ უნდა ყოფილიყო მინიშნება, რომ ეს მასალები საარქივოა?
  10. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ სხვა ქვეყნების დიპლომატებისა და ოფიციალური პირების გამოსახულებაზე იმ ტექსტის დადება, რომელიც მათ არ უთქვამთ, იყო პროფესიული სტანდარტის დარღვევა?
  11. ფარულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში 2 ადამიანი (გიორგი არველაძე და ვინმე ეკა) ერთმანეთს უთანხმებს ტექსტს, რომელიც ძალიან ჰგავს თქვენს მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ ტექსტს. რითი ხსნით ამას? თანახმა ხართ თუ არა, ამ ჩანაწერის ნამდვილობის ექსპერტიზაზე?
  12. ვინ მიიღო გადაწყვეტილება გამაფრთხილებელი ტიტრის არდადების შესახებ?
  13. ვისი ინიციატივით და რატომ გადაიწია გადაცემის ეთერში გასვლის დრომ 20:30-დან 19:58-ზე?
  14. ვინ იყო 2010 წლის 13 მარტს ”იმედის” ეთერში გასული გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟის” იდეის ავტორი?
  15. რის საფუძველზე აცხადებთ მედია-საშუალებებში (”ნეტგაზეთი”), რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტები არ დაგირღვევიათ?

 ნათია კობერიძის პასუხები:

პასუხი ქარტიის საბჭოს

 

  1. ქარტიის ნრომების დარღევვას ჩემი მხრიდან ადგილი არ ქონია. Mე, ანონსშიც და გადაცემოს ადწყებამდეც განვაცხადე, რომ ეთერში გავიდოდა მოდელირებიული ქრონიკა, რომელიც ასახავდა შესაძლო მომავალას
  2. იხ. Pირველი კითხვა
  3. რაკი, არ დამირღვევია, არც ზეწოლა ჩემზე პირადა არ განხორციელებულა
  4. გადაწყვეტილება არმოსვლაზე მივიღე იმის გათვალისწინებით, რომ სხდომა იქნებოდა ღია, რითაც არაკეთილსიდისიერი, რევანშისტულად განწობილია ადამინები ბოროტად ისარგებლებდნენ და მოაწყობდნენ პროვოკაციას, როემლიც პირველ რიგში საბჭოს ჩააყენებდა უხერხულ მდგომარეობაში. ისე, ამაზე თქვენც უნდა გეფიქრათ, კოლეგებო, რადგან ვიმედოვნებ, რომ თქვენი მიზანი საქმის ვითარებაში გარკვევა და ხმაურის ატეხვა არ იყო
  5. დიახ, მე გახლავართ ‘სპეციალური რეპორტაჟის’ თანაავტორი
  6. გამაფრთხილებებლი ტიტრი აუცილებლად!!!! უნდა ყოფილიყო უწყვეტად!
  7. არა, არ ვიცოდი, რომ ტიტრს არ დაადებდნენ
  8. იხ. მეშვიდე კითხვა
  9. იხ. მეშვიდე კითხვა
  10. საარქივოს უნდა ეწეროს საარქივო, რატომ არ ეწერა, კითხეთ ქრონიკის ავტორებს
  11. ქრონიკის ნაწილზე პასუხს არ ვაგებ. ზოგადად, აქაც ტიტრის პრობლემას ვხედავ. თუ საზოგადეობას ეცოდინებოდა, რომ ეს დიპლომატებმა კიი არ თქვეს, არამედ ჟურნალისტებმა დაუშვეს, სადავოც არაფერი იქნებოდა, მათ შორის სტანდარტი
  12. სატელეფონო საუბრის შესახებ არაფერი ვიცი!
  13. ეს
  14. ეს კითხვები ამოწურა არხის ხელმძღვანელმა ქართულ მედიაში. იხ. ჟურნალი ‘ლიბერალი’
  15. საფრთხეებზე გადაცემის მომზადება ჩემი გუნდის იდეაც იყო
  16. იხ. წინა კითხვები

გმადლობთ

 

საბჭოს დამატებითი კითხვები

1.როცა პირდაპირი ეთერი დაიწყო და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ”ქრონიკას” უყურებდით, რომელსაც არ ედო გამაფრთხილებელი ტიტრი, თქვენ კი მიგაჩნდათ, რომ ტიტრი აუცილებლად უნდა ყოფილიყო,  რა მოიმოქმედეთ, რომ გადაცემის მსვლელობის დროს ტიტრი დადებულიყო?  (ტიტრის ასაკრეფად რამდენიმე წუთია საჭირო)

2. წარმოადგინეთ არგუმენტები, რატომ არ მიგაჩნიათ ”მოდელირებული ქრონიკა” თქვენი საავტორო გადაცემის – ”სპეციალური რეპორტაჟის” ნაწილად?

3.გქონდათ თუ არა გაცნობიერებული, რომ გადაცემის უტიტროდ გასვლა მაყურებელს ზიანს მიაყენებდა?

პასუხები

1. სტუდიაში ტიტრის შესახებ არაფერი ვიცოდი. არ გამიმახვილებია ყურადღება ამ საკითხზე, რადგან არ დავუშვი ამის შესაძლებლობა.

2. არ იყო ნაწილი, მოხდა 2 პროექტის შერწყმა და ყველა თავის ნაწილზე აგებდა პასუხს, მე–თოქშოუზე

3. უტიტრობა ზიანის მომტანი იქნებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ტიტრი იქნებოდა! მე ის მაწუხებდა, რომ ასეთი ქრონიკა, იქნებოდა სასაცილო, უგემოვნო პროდუქტი, რადგან ვერ წარმოვიდგინე, რომ მაყურებელი შეცდომაში იქნებოდა შეყვანილი

4. ქრონიკა ვნახე 18.30ზე, ანუ გადაცემამდე 1,5 საათით ადრე. სტუმრები სდუდიაში მოსვლას იწყებდნენ

 

აქვე ვაზუსტებ, თქვენი შეკითხვები გასცდა ქარტიის კომპეტენციას და დაკითხვის ფორმა მიიღო.

.

 

 ამავე თემაზე:

ქარტიის საბჭო კობერიძის საკითხზე მსჯელობს

კობერიძე ქარტიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს

ჟურნალისტთა ქარტიის საბჭო კობერიძის საკითხზე იმსჯელებს

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *