აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და G7-ის ლიდერებმა ვირტუალურ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დამატებითი ნაბიჯები განიხილეს, რომელიც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გულისხმობს.
როგორც CNN წერს, მათ შორის, იგეგმება სანქციების დაწესება რუსეთის ყველაზე დიდი სამი ტელეკომპანიის მიმართ. ამასთან, დიდი შვიდეულის ქვეყნები გეგმავენ შეწყვიტონ რუსული ნავთობის იმპორტი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კრემლის მიერ პრო-კრემლისტურ მედიას შეუწყდება აშშ-დან რეკლამის მოძიების შესაძლებლობა ასევე ისეთი სერვისების და მომსახურების მიწოდება, როგორიცაა კორპორაციული კონსულტაცია და საბუღალტრო მომსახურება. ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელი CNN-თან აღნიშნავს, რომ სანქციები გაძლიერდება რუსეთის ინდუსტრიულ სექტორზე. დამატებით 2 600 რუს და ბელარუს მაღალჩინოსანს კი ვიზების მიღებას შეუზღუდავენ.
CNN-ის თქმით, სანქციები გავრცელდება „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელობაზეც.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსულმა ტელეკომპანიებმა Russia-1, NTV და რუსეთის „პირველმა არხმა“ სარეკლამო შემოსავლების სახით გასულ წელს დასავლური ქვეყნებისგან სულ მცირე 300 მილიარდი აშშ დოლარი მიიღეს.
24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.