ახალი ამბები

კანადის პრემიერ-მინისტრი ირპენში ჩავიდა

8 მაისი, 2022 • 1104
კანადის პრემიერ-მინისტრი ირპენში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის რადა ავრცელებს.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, ტრუდოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ირპენში რუსული სამხედროების მიერ განადგურებული შენობები მოინახულა.

დღეს უკრაინაში ასევე მოულოდნელად ჩავიდა აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი. მან უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად მოინახულა სკოლა, სადაც უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებსაც რუსული აგრესიის გამო საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ, თავს დროებით აფარებენ.

უკრაინაში ასევე იმყოფება გერმანიის ბუნდესრაგის პრეზიდენტი, რომელიც კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი