აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. ჯო ბაიდენის ცოლი უკრაინის ქალაქ უჟჰოროდში უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას შეხვდა. ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთად მოინახულეს სკოლა, სადაც იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები აფარებენ თავს:
„მინდოდა დედის დღეს ჩამოვსულიყავი“ – უთხრა უკრაინის პირველ ლედის ჯილ ბაიდენმა.
„ვიფიქრეთ, მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ბრძოლა სასტიკია. ამერიკელი ხალხი უკრაინელების გვერდით დგანან“ – თქვა ჯილ ბაიდენმა.