ახალი ამბები

წილოსანი: პუტინისგან ოკუპაციის გარდა, არ მახსანდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან

8 მაისი, 2022 • 2824
წილოსანი: პუტინისგან ოკუპაციის გარდა, არ მახსანდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ პუტინისგან ოკუპაციის გარდა არ ახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები საქართველოს მიმართ, როგორიც ქვეყანას უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან ქვეყანას მიადგა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს ჰკითხა, თუ ახსენდებოდა ისეთი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის რომელიმე დეპუტატს პუტინის მისამართით იგივე ტერმინოლოგია გამოეყენებინა, რასაც უკრაინის მაღალჩინოსნების მიმართ იყენებენ:

„თუ გახსენდებათ ერთი შემთხვევა მაინც, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა „ვიგინდარა“, „სამარცხვინო არსება“ ან რამე მსგავსი პუტინის მისამართით იხმარეს“ – ჰკითხა დეპუტატს „ფორმულას“ ჟურნალისტმა, რაზეც წილოსანი პასუხობს:

„მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითადად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ,ნამდვილად, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც, ამ შემთხვევაში, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“ – ამბობს ნინო წილოსანი.

აღნიშნულის შემდეგ ჟურნალისტი წილოსანს დამატებით კითხვას უსვამს – „პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?“, რაზეც წილოსანი პასუხობს – „ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-თქო, მაგას ვამბობ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი