ახალი ამბები

წელიწად-ნახევარია, საქართველოში რეფორმების პროცესები გაჩერდა — ნატო-ს წარმომადგენელი

6 მაისი, 2022 • 1747
წელიწად-ნახევარია, საქართველოში რეფორმების პროცესები გაჩერდა — ნატო-ს წარმომადგენელი

ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ საქართველოში წელიწად-ნახევარია შეჩერებულია რეფორმების პროცესი. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

კოლომინას თქმით, ნატო საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით და პრაქტიკული თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილია. თუმცა, მისი თქმით,  ამ ფონზე ალიანსში შეშფოთებული არიან იმ რეფორმების განხორციელების დონით, რომელსაც საქართველოსგან ითხოვენ.

„ეს რეფორმები მოთხოვნილი იყო მრავალი ფორმით. ბოლოს ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში აღვნიშნეთ 10 რეკომენდაცია. ძირითადი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა იყოს.

ბოლო ერთ წელში, წელიწად-ნახევარში [რეფორმების] პროცესები გაჩერდა. ჩვენ შეშფოთებული ვართ, როგორც ალიანსი, ისე მოკავშირეებიც. ასე რომ, ერთ-ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის რეფორმების გზის აღდგენა, რომ კვლავ დაიბრუნოს რეფორმების ჩემპიონის ტიტული, რომელიც მას ჰქონდა“, — განაცხადა კოლომინამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი