ახალი ამბები

აზოვის ინფორმაციით, რუსეთმა საევაკუაცო მანქანა დაცხრილა

6 მაისი, 2022 • 1054
აზოვის ინფორმაციით, რუსეთმა საევაკუაცო მანქანა დაცხრილა

აზოვის პოლკის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის დროს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღიდან ესროლეს მანქანას, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით აზოვსტალისკენ მიდიოდა.

შედეგად დაიღუპა 1 მებრძოლი და დაიჭრა 6.

„მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ იცავს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უსაფრთხოების გარანტიებს“, — ნათქვამია აზოვის ბატალიონის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონო გუტერეშის ინფორმაციით, გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ უზრუნველყოფილი ორი ჰუმანიტარული დერეფნით ქარხანა „აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან და მიმდებარე რაიონებიდან წარმატებით ევაკუირებულია 500-მდე ადამიანი. ის იმედოვნებს, რომ ჰუმანიტარული პაუზა ევაკუაციისთვის გაგრძელდება.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება შეტევის ახალი მიმართულებებით გადატანის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი