ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის

5 მაისი, 2022 • 2727
აფხაზური მხარე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი აფხაზეთის საგარეო კონტაქტებს აფერხებს.

“2008 წელს, საქართველოს  შეირაღებული აგრესიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატსა და საინფორმაციო სივრცეში აქტიურად იყენებს თეზისს “ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ, რომლის შესაბამისად, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა თითქოს რუსეთის ფედერაციის მიერ არიან ოკუპირებული.

აფხაზეთის რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ოკუპაციის არცერთ საერთაშორისოდ აღიარებულ კრიტერიუმს. აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელშიც კანონიერად არჩეული სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ ეფექტურ მმართველობას და კონტროლს გარე ჩარევის გარეშე”, – ვკითხულობთ საგარეო უწყების განცხადებაში.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. რუსეთმა ორივე მხარესთან გააფორმა ვრცელი სამოკავშირეო ხელშეკრულებები, რომელიც ფაქტობრივად ყველა სფეროში კანონმდებლობის დაახლოებას და ვალდებულებებს ითვალისწინებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქალაქეების 80%-ზე მეტი ფლობს რუსეთის მოქალაქეობას.

2008 წლის 28 აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალები- საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი