ახალი ამბები

რუსეთში ძებნა გამოაცხადეს ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვზე

4 მაისი, 2022 •
რუსეთში ძებნა გამოაცხადეს ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვზე

ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი, რომელიც ღიად აკრიტიკებდა პუტინის რეჟიმსა და უკრაინის ომს, რუსეთში ძებნილად გამოცხადდა.

მანამდე ნევზოროვზის წინააღმდეგ რუსეთის საგამოძებო კომიტეტმა გამოძება დაიწყო რუსული ჯარის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით. ეს ახალი კანონი სასჯელის სახით, მათ შორის, ითვალისწინებს 15-წლიან პატიმრობას.

გამოძიება რუსეთის შსს-მ დაიწყო 22 მარტს, რასაც წინ უძღოდა მარიუპოლში რუსი სამხედროების მიერ საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვა. მომხდარი ნევზოროვმა სოციალურ ქსელში დაგმო, მათ შორის, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთი თავის Youtube არხზეც. 

ალექსანდრ ნევზოროვი ძებნაში გამოაცხადეს.

ალექსანდრ ნევზოროვი რუსი ტელეწამყვანი და ყოფილი დეპუტატია. მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 80-იან წლებში, საავტორო გადაცემით – „600 წამი“. სხვადასხვა დროს იყო უფრაქციო დეპუტატიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი