ახალი ამბები

EU-ს სანქციები შესაძლოა პატრიარქ კირილესაც შეეხოს – AFP

4 მაისი, 2022 • 608
EU-ს სანქციები შესაძლოა პატრიარქ კირილესაც შეეხოს – AFP

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ს თანახმად, ევროკომისიის მიერ შემუშავავებული სანქციების მე-6 პაკეტში გათვალისწინებულია სანქციები რუსეთის პატრიარქის, კირილეს მიმართაც. AFP აცხადებს, რომ ამას მოწმობს EU-ს დოკუმენტი, რომელიც გამოცემის ჟურნალისტმა ნახა.

რუსეთის პატრიარქი იზიარებს კრემლის შოვინისტურ და იმპერიალისტურ პოლიტიკას და აცხადებს, რომ რუსეთი თავს არასდროს დასხმია სხვა სახელმწიფოს.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების ახალი პაკეტის შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, სანქციები შეეხება რუსეთის უმსხვილეს ბანკს – სბერბანკს, რომელსაც SWIFT-ის სისტემიდან გათიშავენ, სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელსა და ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში მონაწილე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებს.

მისი განცხადებით, ევროპა წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ ნავთობზეც.

სანქციების მე-6 პაკეტის შესახებ ევროკავშირი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში გამოაცხადებს ოფიციალურად.

მასალების გადაბეჭდვის წესი