ახალი ამბები

ტვიტერი შესაძლოა, ფასიანი გახდეს მომხმარებელთა ნაწილისთვის

4 მაისი, 2022 • 665
ტვიტერი შესაძლოა, ფასიანი გახდეს მომხმარებელთა ნაწილისთვის

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელმაც ახლახან იყიდა სოციალური ქსელი „ტვიტერი“, აცხადებს, რომ შესაძლოა, „ტვიტერი“ ზოგიერთი მომხმარებლისთვის ფასიანი გახდეს.

„ტვიტერი ყოველთვის უფასო იქნება ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, მაგრამ შესაძლოა, მცირედი ფასის დაწესება კომერციული და მთავრობებთან დაკავშირებული მომხმარებლისთვის“, – დაწერა ილონ მასკმა 4 მაისს ტვიტერზე.

BBC-ის თანახმად, წარსულში მასკს  ნათქვამი აქვს, რომ სურდა, ტვიტერი გაეუმჯობესებინა და ახალი სერვისები დაემატებინა პროდუქტზე.

კომპანიას ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია და კითხვებისთვის არ უპასუხია.

აპრილის ბოლოს „ტვიტერის“ დირექტორთა საბჭო დაეთანხმა მასკის შეთავაზებას, კომპანიაში 44 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადოს.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი