ახალი ამბები

„აზოვსტალზე“ ძლიერი შეტევა მიმდინარეობს – აზოვის პოლკის წარმომადგენელი

3 მაისი, 2022 • 3964
„აზოვსტალზე“ ძლიერი შეტევა მიმდინარეობს – აზოვის პოლკის წარმომადგენელი

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი (ზედმეტსახელად კალინა) აცხადებს, რომ „აზოვსტალის“  ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი შეტევა მიმდინარეობს.

მისი თქმით, „აზოსვტალზე“ რუსული ძალების შტურმი ჯავშანტექნიკის, ტანკებისა და დიდი რაოდენობის ქვეითების გამოყენებით მიმდინარეობს.

კალინას თქმით, რუსები ასევე ცდილობენ კატერებით დესანტების გადასხმას.

„ჩვენ მოგიწოდებთ მიიღოთ სასწრაფო ზომები ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის და მათი უსაფრთხოდ გადასაყვანად ზაპოროჟიეში და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მარიუპოლი უკრაინაა!“- თქვა სვიატოსლავ პალამარმა.


„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ.  ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება შეტევის ახალი მიმართულებებით გადატანის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი