ახალი ამბები

კირილე: რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს

3 მაისი, 2022 • 4065
კირილე: რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს

რუსეთის პატრიარქი კირილე აცხადებს, რომ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს და არავისთან სდომებია ბრძოლა. პატრიარქი კირილის ამ განცხადებას Ria ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება რუსეთის პარტრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე გააკეთა.

გამოცემა წერს, რომ კირილემ არხანგელის კათედრალში დაკრძალულ წმინდანებს სთხოვა, რუსეთის „წმინდა საზღვრები“ ურყევი დარჩეს, რუს ხალხს კი საკმარისი „სიბრძნე, გამძლეობა და ღირსება მიანიჭოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ საზღვრების დასაცავად“.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი