ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატი: აპრილში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა

3 მაისი, 2022 • 5538
საქსტატი: აპრილში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2022 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა, გასულ თვესთან შედარებით კი -1.8%.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის განცხადებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: კერძოდ, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (46.2 პროცენტი),
  • პური და პურპროდუქტები (28.8 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.1 პროცენტი),
  • ზეთი და ცხიმი (20.8 პროცენტი),
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.3 პროცენტი),
  • თევზეული (18.9 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (18.0 პროცენტი),
  • ყავა, ჩაი და კაკაო (17.6 პროცენტი),
  • ხილი და ყურძენი (14.4 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.9 პროცენტი);

საქსტატის განცხადებით,  ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4 პროცენტით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9 პროცენტი);

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, საქსტატის თქმით, მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.11 პროცენტული პუნქტით აისახა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი),
  • ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი),
  • პური და პურპროდუქტები (4.7 პროცენტი),
  • ყავა, ჩაი და კაკაო (4.1 პროცენტი),
  • თევზეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.2პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.8)
    პროცენტი);

საქსტატის განცხადებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თქმით, დაფიქსირდა ფასების 4.9- პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი