ახალი ამბები

ისრაელი ნეონაცისტების მხარესაა — რუსეთის საგარეო

3 მაისი, 2022 • 1259
ისრაელი ნეონაცისტების მხარესაა — რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის პირველი დიპლომატის, იაირ ლაპიდის განცხადებები, რომლითაც გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, „ისტორიის წინააღმდეგ“ არის მიმართული და ამით აიხსნება, „თუ რატომ უჭერს ისრაელის ამჟამინდელი ხელისუფლება ნეონაცისტურ რეჟიმს მხარს კიევში“.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომავლობა, რომ იგი ებრალია, ხელს არ უშლის, იყოს ნაცისტი, ხოლო მის რეჟიმს — ნაცისტური, პარალელი კი ადოლფ ჰიტლერთან გაავლო, რომელსაც, ლავროვის თანახმად, ებრაული სისხლი ჰქონდა, რაც ისტორიულად არ დასტურდება.

ისრაელმა ლავროვისა და სხვა ოფიციალური პირების განცხადებების გამო რუსეთის ელჩი დაიბარა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ისრაელს ერთგვარი ნეიტრალური პოზიცია ეკავა, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მხარეებს შორის მედიატორის როლის შესრულებას ცდილობდა.

რუსეთი და უკრაინა ისრაელის ასიათასობით მოქალაქის სამშობლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი