ახალი ამბები

მაია სანდუ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს

28 აპრილი, 2022 • 738
მაია სანდუ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.

ამის შესახებ  მან დღეს, 28 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას აღნიშნა. მეცოლას ჟურნალისტმა ჰკითხა, რა იქნებოდა მისი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ივნისში ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება.

„ეს პარლამენტი ყოველთვის მიესალმება იმ სახელმწიფოს, რომელიც უყურებს ევროპას, როგორც საკუთარ სახლს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას. ჩვენ ვიყავით ის ინსტიტუტი, რომელიც მიესალმა სამივე ქვეყნის მიერ გაკეთებულ განაცხადს. ჩვენ გვესმის სირთულეები, გამოწვევები და  საფრთხეები, რომელთა წინაშეც ეს ქვეყნები დგანან.

ჩვენ მოვიწვიეთ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ იმისთვის, რომ მიმართოს ევროპარლამენტს მომავალ პლენარულ სხდომაზე და მან მიიღო ეს მოწვევა. ჩვენ ასევე ვიმყოფებით მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და ასევე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენც მზად ვიყოთ ვალდებულების შესასრულებლად და ეს პარლამენტი ამას არასოდეს ერიდებოდა“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი