ახალი ამბები

სოდი ქართული მედიის რეიტინგში

8 აგვისტო, 2011 •
სოდი ქართული მედიის რეიტინგში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ვებგვერდი პოპულარული ქართული საიტების რეიტინგში  დარეგისტრირებულია კატეგორიებში News, Media, TV, Radio, Newspapers (ახალი ამბები, მედია, ტელევიზია, რადიო, გაზეთები).  ამ კატეგორიაში როგორც წესი, დარეგისტრირებულია ქართული მედიასაშუალებების საიტები. სოდ-ის ინტერნეტრესურსი ამ კატეგორიაში არსებულ ვებგვერდებს შორის 58-ე ადგილზე იმყოფება, დღეში საშუალოდ 132 უნიკალური ვიზიტორით. Top.ge-ზე ასევე არსებობს კატეგორია Government, Ministries, Departments(მთავრობა, სამინისტროები, დეპარტამენტები),

 აქ დარეგისტრირებულია სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდები. წესით სწორედ აქ უნდა სოდი-ის საიტი  დაარეგისტრირებული და არა  მასმედიის კატეგორიებში.

ტოპ.გე–ს ადმინისტრატორმა თემურ ხაინდრავამ “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ დამრეგისტრირებელი იღებს გადაწყვეტილებას  საიტი რომელ კატეგორიაში დაარეგისტრიროს: ” ადმინისტრაცია პერიოდულად ამოწმებს  ხოლმე,  რამდენად შეესაბამება ვებგვერდის შინაარსი იმ კატეგორიას, რომელშიც ის არის დარეგისტრირებული”. 

ხაინდრავა ამბობს, რომ საიტების სიმრავლიდან გამომდინარე,  ისინი მათ შემოწმებას ხშირად ვერ ახერხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი