ახალი ამბები

გია მაისაშვილი მერობის კანდიდატობისთვის სოციოლოგიურ კვლევაში ერთვება

8 აგვისტო, 2011 • • 1377
გია მაისაშვილი მერობის კანდიდატობისთვის სოციოლოგიურ კვლევაში ერთვება

ჭადრაკის სასახლეში შეკრებილი ”ეროვნული საბჭოს” ლიდერებია აცხადებენ, რომ სოციოლოგიურ კვლევაში, რომელიც ერთიან კანდიდატს გამოავლენს, გია მაისაშვილი ერთვება.

ამის შესახებ განცხადება ზვიად ძიძიგურმა გააკეთა, რომელიც თავადაც იღებს მონაწილეობას აღნიშნულ კვლევაში.

ამ წუთებში ჭადრაკის სასახლეში შეკრებილი საბჭოს წევრები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას იწყებენ პარლამენტის მიმართულებით, სადაც აქციაა დაგეგმილი.

აქციაზე ”ეროვნული საბჭოს” მოთხოვნების შესახებ კიდევ ერთხელ გაცხადდება  ცვლილებებზე საარჩევნო კოდექსში რაც 50%-იანი ბარიერის დაწესებასა და საარჩევნო კომისიებში პარიტეტს გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი