ახალი ამბები

ბრიტანელი მინისტრი მოსკოვის მუქარას ბირთვულ იარაღზე ბაქიბუქს უწოდებს

26 აპრილი, 2022 •
ბრიტანელი მინისტრი მოსკოვის მუქარას ბირთვულ იარაღზე ბაქიბუქს უწოდებს

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ბაქიბუქს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას უკრაინაში ატომური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. ჯეიმს ჰიფის თქმით, ამჟამად ესკალაციის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს.

მისი განცხადებით, ბაქიბუქი ლავროვის 15-წლიანი დიპლომატიური კარიერის სავიზიტო ბარათია და დახმარება, რომელსაც დასავლეთი უწევს უკრაინას, კარგად გათვლილია:

„კრემლის ნარატივში ჯდება განცხადება, თითქოს ისინი კონფრონტაციაში არიან NATO-სთან. ამას ომის დაწყებამდეც ამბობდნენ და შემდეგაც, თუმცა ლავროვმაც იცის, რომ ეს აბსურდია. ბილატერალურ კონტრიბუციებს დონორი ქვეყნები ახორციელებენ და დახმარება, რომელსაც უკრაინას უწევენ, NATO-ს საზღვრებსაც სცდება“, – ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიომ არ უნდა დააკნინოს ბირთვული კონფლიქტის რისკი და NATO-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან აწარმოებენ არაპირდაპირ ომს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი