ახალი ამბები

ზელენსკიმ ქართველი მებრძოლები დააჯილდოვა

26 აპრილი, 2022 • 4110
ზელენსკიმ ქართველი მებრძოლები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლები, მათ შორის ქართველებიც დააჯილდოვა.

პრეზიდენტის 278-ე ბრძანებულებით, სხვებთან ერთად, „სიმამაცისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს გელა ბეგლარიშვილი და რუსუდან ივანეიშვილი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი.

კიდევ ორი ქართველი, ანდრია ღარიბაშვილი და რუსლან გოგუა „სიმამაცისთვის“ მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ მებრძოლებს სხვადასხვა ორდენით აჯილდოებს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და მოხალისეთა ჯგუფებში ასობით ქართველი იბრძვის.

უკრაინაში ომი 62 დღეა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, რუსეთმა ვერ შეძლო კიევის დაკავება და ხელისუფლების შეცვლა. მოგვიანებით, რუსეთმა ომის მეორე ფაზა წამოიწყო, რომლის მიზანიც დონბასის რეგიონში ტერიტორიული წინსვლაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი