ახალი ამბები

ძალიან უხდებიან ერთმანეთს – კობახიძე ენმ-სა და მარგველაშვილზე

26 აპრილი, 2022 •
ძალიან უხდებიან ერთმანეთს – კობახიძე  ენმ-სა და მარგველაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ლოგიკურია გიორგი მარგველაშვილის დანიშვნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, რადგან მისი და ენმ-ის ფასეულოებობები თანხვედრაშია.

თუმცა, კობახიძის თქმით, ენმ-ის რეალური ლიდერი და „ბელადი“ მაინც სააკაშვილი იქნება.

„აქამდე მარგველაშვილი ფაქტობრივად ენმ-ის რიგითი წევრი იყო და როდესაც რიგითი წევრობიდან ხდები ეგრევე თავმჯდომარე, ეს არის სერიოზული დაწინაურება. ეს ნახევრად ხუმრობით, ისე ისინი ძალიან უხდებიან ერთმანეთს და მათი მორალური ფასეულობები აბსოლუტურ თანხვედრაშია. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ კიდევ უფრო ახლოვდება ოფიციალურადაც მარგველაშვილი „ნაცმოძრაობასთან“.

გარდა ამისა, ეს არის იმ წინააღმდეგობების გაგრძელება, რაც პარტიის შიგნითაა. როგორც მოგეხსენებათ, სერიოზული კონფლიქტებია. როდესაც სუსტდება პარტია, ასეთ დროს თავს იჩენს ხოლმე პარტიის შიგნით დაპირისპირებები და ეს არის ლოგიკური, რაც ხდება. დიდი ხანია ვიცით, რომ სააკაშვილი ეჭვიანობს მელიაზე და სხვებზე და, ბუნებრივია, რომ მას სურს მელიას თავიდან მოშორება, რომელიც ისედაც ფორმალური თავმჯდომარეა“, – განაცხადა კობახიძემ.


„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება. ტელეკომპანიის ცნობით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება.

ენმ უარყოფს, რომ მარგველაშვილი პარტიის თავმჯდომარე ხდება

მასალების გადაბეჭდვის წესი