ახალი ამბები

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

24 აპრილი, 2022 •
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა თავშესაფრის ძიებისთვის სულ მცირე 5,186,744 მოქალაქემ დატოვა. ამის შესახებ იუწყება ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბოლო მონაცემები.

გაეროს მონაცემებით, რიცხვებში მოქალაქეთა რაოდენობა გამოიყურება ასე:

  • პოლონეთი – 2 899 713
  • რუმინეთი – 774 094
  • რუსეთი (მათ შორის ადამიანები დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებიდან) – 578 255
  • უნგრეთი – 489 754
  • მოლდოვა – 433 214
  • სლოვაკია – 354 329
  • ბელარუსი – 24 084

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე 2 თვეა, მიმდინარეობს. რუსეთის მიერ იბომბება ქალაქები, მათ შორის, დასახლებული პუნქტები – საავადმყოფოები, სკოლები, საცხოვრებელი სახლები და სხვა.

ომს უკრაინაში შეეწირა 200-ზე მეტი ბავშვი. ამასთანავე, უკრაინის მხარე საუბრობს წამებისა და გაუპატიურების ასობით შემთხვევებზე, მათ შორისაც არიან ბავშვები.


ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ლტოლვილები ჩამოვიდნენ საქართველოშიც. ნეტგაზეთი გთავაზობთ ერთ-ერთი მათგანის ისტორიას:

„ჩემი ქმარი ახლა აზოვსტალშია, მე საქართველოში“ — მარიუპოლელი ქალის ისტორია

მასალების გადაბეჭდვის წესი