ახალი ამბები

ომმა იმსხვერპლა მარიუპოლის თეატრის ორი პატარა მსახიობი – ქალაქის მერის მრჩეველი

24 აპრილი, 2022 • 2360
ომმა იმსხვერპლა მარიუპოლის თეატრის ორი პატარა მსახიობი – ქალაქის მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს თქმით, ომს შეეწირა ორი პატარა მსახიობი.

ანდრიუშენკო ამის შესახებ საკუტარ ტელეგრამ არხზე წერს.

„მარიუპოლში დაიღუპა ორი გოგო, ორი არაჩვეულებრივი პატარა მსახიობი – ელიზავეტა და სონია. ორივე მათგანი ლუსის როლს თამაშობდა სპექტაკლში – „ლომი, ჯადოქარი და ჯადოსნური კარადა“, რომელიც „ნარნია ქრონიკების“ მიხედვით მარიუპოლის თეატრში დაიდგა.

როგორი სევდიანი სიმბოლიზმია, რომ „ნარნიას ქრონიკები“ სწორედ ლონდონის მეტროში შეიქმნა, მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი ნაცისტების მიერ იბობმებოდა,“ – წერს ანდრიუშენკო.

მარიუპოლის თეატრი 16 მარტს რუსი სამხედროების მიერ დაიბომბა და განადგურდა. ამ დროს თეატრის სარდაფში ასობით ადამიანი იყო შეფარებული, თეატრის წინ კი დიდი ასოებით ეწერა – „ბავშვები“.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ომი უკვე 2 თვეა, მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი უკრაინაში დღეს მარიუპოლია. ომის დაწყების შემდეგ, ის რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. უკრაინული ძალები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების ნაწილთან ერთად იმყოფებიან.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი