ახალი ამბები

დაკავებულია პირი, რომელმაც რესტორანში დანით 4 კაცი დაჭრა — შსს

21 აპრილი, 2022 • 885
დაკავებულია პირი, რომელმაც რესტორანში დანით 4 კაცი დაჭრა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიაში დააკავეს 1993 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ბრალად ედება ლანჩხუთში 4 ადამიანის დაჭრა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 აპრილს, ლანჩხუთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 კაცს დანით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან კლინიკაში მხოლოდ ერთი რჩება, რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი