ახალი ამბები

დიღომში ბეტონის საწარმო არ განთავსდება – მერია

20 აპრილი, 2022 •
დიღომში ბეტონის საწარმო არ განთავსდება – მერია

თბილისის მერიის განცხადებით, დიდ დიღომში ბეტონის წარმოებისთვის საჭირო დანადგარის ასამუშავებლად ინვესტორს უარი ეთქვა.

დიღომში, სადაც კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთათვის საცხოვრებელი ბინები შენდება, ხარჯების შემცირების მიზნით, მშენებელ კომპანიას სურდა, ბეტონის ადგილზე წარმოებისთვის დანადგარის განეთავსებინა, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.

„თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ინვესტორს უარი ეთქვა დასახლებულ ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოებლად საჭირო დანადგარის ამუშავებაზე, რასაც კომპანია დაეთანხმა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დიღომში, კორპუსებს შორის, ბეტონის ქარხნის აშენებას აპირებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი