ახალი ამბები

გია ყუფარაშვილი მე მივავლინე „აზოვის“ პოლკის შესაქმნელად – სააკაშვილი

20 აპრილი, 2022 • 2135
გია ყუფარაშვილი მე მივავლინე „აზოვის“ პოლკის შესაქმნელად – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას წვლილი მიუძღვის უკრაინაში „აზოვის“ პოლკის დაარსებაში.

„თავის დროზე, პოლკი „აზოვის“ შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა. ჩვენ ერთად ჩამოვედით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მან [ყუფარაშვილმა] მთხოვა ნებართვა, მერე მე შევხდი მაშინდელ პოლკის მეთაურს და ჩვენ დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები. შემდეგ ბახვა [ჩიქობავა] ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა“, – განაცხადა სააკაშვილმა 20 აპრილს სასამართლო პროცესზე.

„აზოვის“ პოლკი უკრაინაში 2014 წელს დაარსდა.

რამდენიმე დღის წინ სერგეი კოროტკიხმა („ბოცმანმა“) განაცხადა, რომ „აზოვი“, „ფაქტობრივად“, მან და ორმა ქართველმა მოხალისემ, ბახვა ჩიქობავამ და გიორგი ყუფარაშვილმა დააარსეს.

ბახვა ჩიქობავა 19 მარტს დაიღუპა მარიუპოლის დაცვისას.

„აზოვი“ ამჟამად უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალურ დანიშნულებათა დანაყოფია, ოფიციალური სამთავრობო დანაყოფი, რომელიც უკრაინის შსს-ს კონტროლის ქვეშაა.

„აზოვის“ პოლკის შესახებ მეტის გასაგებად გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი