ახალი ამბები

დანია ბუნებრივი აირის მოპოვებას “დროებით” ზრდის

19 აპრილი, 2022 •
დანია ბუნებრივი აირის მოპოვებას “დროებით” ზრდის

დანია გეგმავს, „ლიმიტირებული დროის განმავლობაში“ ჩრდილოეთის ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვების გაზარდაოს, რათა შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს, დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედრიკსენზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ ფრედრიკსენის თქმით, ქვეყანა გეგმავს, რუსული გაზის მარაგებზე საკუთარი დამოკიდებულების აღმოფხვრას. დანიის პრემიერის განცხადებით, მიუხედავად „დროებითი“ ზრდისა, 2050 წლისთვის ქვეყანა კვლავ გეგმავს , ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვება შეწყვიტოს.

მანამდე, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მარიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს რუსულ ნავთობზე სანქციების დაწესებას და გააგრძელებს ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტაზე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი