ახალი ამბები

წითლიძე და ენმ-ის სხვა ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ – ფოტო

18 აპრილი, 2022 • 2064
წითლიძე და ენმ-ის სხვა ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ – ფოტო

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარის, ანი წითლიძის ფოტოს თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებთან ერთად უკრაინაში იმყოფება.

წითლიძემ 18 აპრილს გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულნი არიან:

  • ზაზა გოროზია (მარცხნიდან მეორე), სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას;
  • გიორგი ბარამიძე, ენმ-ის წევრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • თეიმურაზ ჯანაშია, ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც სააკაშვილთან ერთად დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების (ე.წ „პიჯაკების“) საქმეზეა ბრალდებული; მოქმედი დეპუტატი;
  • კობა ხაბაზი, ენმ-ის ყოფილი პარლამენტარი;
  • ანი წითლიძე, ენმ-ის პარლამენტის წევრი, ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი.

„ეს ჯერ ნაწილია, ვინც ვნახე, და მთავარი ბიჭები აწი უნდა ვნახო“, – წერს ანა წითლიძე.

ფოტოზე ასევე ჩანს მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაური, და სხვა მებრძოლებიც.

მისი ფეისბუკის პოსტების თანახმად, ანა წითლიძე უკრაინაში 17 აპრილს ჩავიდა პოლონეთის გავლით.


შაბათს, 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში გაემზავრა.

დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ყოფილან.

ისინი ამ ვიზიტის პარალელურად, დამოუკიდებლად ჩავიდნენ უკრაინაში.

ენმ-ის ლიდერებთან, – ნიკა მელიასთან, ეკა ხერხეულიძესთან და კობა ნაყოფიასთან ერთად, – უკრაინაში ჩავიდნენ ექსპეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი