ახალი ამბები

სააკაშვილი განხილვის საკითხი არ ყოფილა – პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე

18 აპრილი, 2022 • 1033
სააკაშვილი განხილვის საკითხი არ ყოფილა – პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონონალური მოძრაობა“ განხილვის საკითხი არ ყოფილა.

მისი თქმით, უკრაინელებთან შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად გამოსავალი არის პირდაპირი კომუნიკაცია. მისი თქმით, მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის განწყობა არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი არანაირად არ ყოფილა იქ [უკრაინაში] განხილვის საკითხი. როგორც დახურულ, ისე ასე ღია ნაწილში, იყო ერთი განწყობა და ერთი ტალღა – სითბო, მეგობრობა და სურვილი იმის, რომ გაუგებრობები რაც იყო, ამოწურულიყო[…]

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა” არის ერთ-ერთი მიზეზი წყლის ამღვრევისა და მათ შორის უკრაინის საზოგადოებაშიც შეიძლება იყოს არასწორი წარმოდგენა საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები აქტიურად ჩანან ხოლმე უკრაინულ მედიაში და მთავარი ამოცანა მათი არის ქვეყნის ცუდად წარმოჩენა უკრაინელი ხალხის თვალში და საქართველოს უკრაინისადმი სოლიდარობის დაკნინება. დეზინფორმაცია რთული ინსტრუმენტია, რომელიც რთულად გასაბათილებელი არის ხოლმე, ამიტომ ამას გარკვეულ დონემდე აღწევენ ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში ვიზიტით 16 აპრილს იმყოფებოდა. საპარლამენტო დელეგაციაში არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციისა და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი