ახალი ამბები

ათასბინიან პოლიციის ქალაქს ავაშენებთ – ღარიბაშვილი

18 აპრილი, 2022 • 1325
ათასბინიან პოლიციის ქალაქს ავაშენებთ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინიციატივით, პოლიციის ქალაქი თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე აშენდება.

„გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ ათასბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტსაც დავიწყებთ ამ წელს. უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები და ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი ჯიქიაზე განხორციელდეს, სადაც მანამდე პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა იყო, რომელიც სხვა ადგილას იქნა გადატანილი და ასე რომ, ამ ადგილზე აშენდება ათასბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი – პოლიციის ქალაქი. ისეთივე, როგორც ჩვენ ავაშენეთ ჯარისკაცებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პოლიციელებიც ჯარის მსგავსი პირობებით ისარგებლებენ და 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 100 დოლარს გადაიხდიან, დანარჩენს კი სახელმწიფო დაფარავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი