ახალი ამბები

EU უკრაინას დამატებით 50 მლნ ევროს გადასცემს

17 აპრილი, 2022 •
EU უკრაინას დამატებით 50 მლნ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 50 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, იანეზ ლენარჩიჩიმ დღეს, 17 აპრილს განაცხადა.

ამ თანხიდან 45 მილიონი ევრო მოხმარდება ჰუმანიტარულ პროექტებს უშუალოდ უკრაინაში, 5 მილიონი კი მოლდოვას გადაეცემა, რომელმაც 420 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

ევროკავშირის ცნობით, დახმარება მიმართული იქნება ყველაზე აქტუალური ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, როგორიცაა სასწრაფო სამედიცინო სერვისები, სუფთა წყალსა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობა, თავშესაფრები, ფულადი დახმარებები და დახმარება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

“უკრაინაში მილიონობით ადამიანია აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში, ამიტომ უკრაინას უკვე ბევრი საჭიროება აქვს. ახლა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უკრაინაზე რუსეთის დაუნდობელი თავდასხმების შემდგომი ზრდისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთში.

დამატებით 50 მილიონი ევროს გამოყოფით, ევროკავშირის თავისი პარტნიორების დასახმარებლად აგრძელებს ჰუმანიტარული დაფინანსების სწრაფ ხელმისაწვდომობას. ეს [თანხები] დაეხმარება ადამიანებს, რომლებიც ძნელად მისადგომ ადგილებში არიან და არ აქვთ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე და მათ, ვინც იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ და ყველაფერი დაეტოვებინათ. უკრაინა, ჩვენ თქვენთან ვართ”, – განაცხადა ლენარჩიჩიმ.

ევროკავშირის ცნობით, აღნიშნული თანხის ჩათვლით, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 143 მილიონი ევროს დაფინანსება გამოჰყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი