ახალი ამბები

სეს-მა Kinder-სა და სხვა შოკოლადებში სალმოლენა ვერ აღმოაჩინა

15 აპრილი, 2022 •
სეს-მა Kinder-სა და სხვა შოკოლადებში სალმოლენა ვერ აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში არ გამოვლინდა სხვადასხვა დასახელების იმპორტირებული შოკოლადის საეჭვო პარტიები. ამის შესახებ სააგენტომ განცხადება დღეს, 15 აპრილს გაავრცელა.

შოკოლადების კონკრეტულ პარტიებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ შეტყობინება სააგენტომ გასულ კვირას, 7 აპრილს მიიღო, რომლის საფუძველზეც პროდუქტის შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყო.

“ევროპაში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება”, – განმარტავს სააგენტო.

სეს-ის ცნობით, ბიზნესოპერატორების შემოწმების შედეგად საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი