ახალი ამბები

ალ-აკსას მეჩეთთან პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა

15 აპრილი, 2022 • 697
ალ-აკსას მეჩეთთან პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა

იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

Al-jazeera-ს თანახმად, დაპირისპირების შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 152 პალესტინელი.

მეჩეთის ხელმძღვანელობის თანახმად, პოლიცია სალოცავში პარასკევს გამთენიისას შევიდა, როდესაც მლოცველები დილის ლოცვისთვის ემზადებოდნენ.

ისრაელის პოლიციის თანახმად, საპოლიციო რაზმის მეჩეთში შესვლა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მანამდე მეჩეთში შეკრებილებმა ქვები ესროლეს ახლომდებარე ებრაულ სალოცავთან შეკრებილ პირებს.

პოლიციის თანახმად, დააკავეს 300-მდე პალესტინელი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ უპირისპირდებიან მხარეები ერთმანეთს ქვების, ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი