ახალი ამბები

Москва-ს ღირებულება 750 მლნ დოლარია – უკრაინული Forbes

14 აპრილი, 2022 • 2132
Москва-ს ღირებულება 750 მლნ დოლარია – უკრაინული Forbes

უკრაინული Forbes-ის ცნობით, რუსული სარაკეტო კრეისერის, Москва-ს ღირებულება დაახლოებით 750 მილიონი დოლარია და ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკაა, რომელიც უკრაინულმა მხარემ ომში გაანეიტრალა.

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, Moskva-ს დაზიანება არის როგორც სიმბოლური, ასევე სამხედრო ღირებულების მატარებელი, რადგან შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანია.

Москва სწორედ ის ხომალდია, რომელიც კუნძულ ზმეინზე უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა. გუშინ, 13 აპრილს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ შავ ზღვაში Moskva-ს უკრაინული წარმოების ნეპტუნის რაკეტები მოხვდა, რის გამოც მას ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით ცეცხლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედიამაც გაავრცელა.

აშშ-ის საზღვაო ომის კოლეჯში რუსეთზე კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მაიკლ პეტერსენის შეფასებით, ჯერ ადრეა იმის შესახებ საუბარი, რა მოხდა რეალურად, თუმცა “იკვეთება, რომ უკრაინელებმა ზღვაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი