ახალი ამბები

რუსეთის ქმედებებს უკრაინაში დონალდ ტრამპი გენოციდად აფასებს

14 აპრილი, 2022 • 1436
რუსეთის ქმედებებს უკრაინაში დონალდ ტრამპი გენოციდად აფასებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აფასებს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გამოცემა The Hill წერს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ქმედებების კრიტიკის შემდეგ, რომლებმაც ტრამპის შეფასებით ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი გაზარდა, ტრამპმა განაცხადა: „ამას დამატებული ის, რაც უკრაინაში ხდება – ეს გენოციდია“.

აღნიშნული კომენტარი დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის გამოსვლიდან მეორე დღეს გააკეთა. მანამდე, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომს აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმაც გენოციდი უწოდა.

გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპმა, რომელიც ახლო პირად ურთიერთობაში იყო ვლადიმერ პუტინთან, მანამდე, რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში ჰოლოკოსტი უწოდა. ინტერვიუს განმავლობაში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „რაც უკრაინაში ხდება, ეს გენოციდია“:

„ჩვენ ყველაზე ძლიერი და დიდი შესაძლებლობების მქონე ბირთვული არსენალი გვაქვს მსოფლიოში იმის დამსახურებით, რაც მე გავაკეთე“, – თქვა ტრამპმა კონტექსტში, რომლის მიხედვითაც აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში პუტინი უკრაინაში ომს არ დაიწყებდა:

„ვფიქრობ, 100 წლის შემდეგ ადამიანები უკან მოიხედავენ და იტყვიან, როგორ დავუშვით, რომ ჩვენ და NATO გვერდში არ დავუდექით” ,- ამბობს ტრამპი.

The Hill აღნიშნავს, რომ მიუხედავად პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებისა,  უკრაინაში არ გაეგზავნა აშშ-ის ჯარები და არ გამოაცხადა არასაფრენი ზონა ქვეყნის თავზე, აშშ უკრაინაში დიდი რაოდენობით სამხედრო დახმარებას აგზავნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი