ახალი ამბები

რუსეთში Times New Roman-ის და სხვა პოპულარული ფონტების გამოყენება შეიზღუდა

14 აპრილი, 2022 • 802
რუსეთში Times New Roman-ის და სხვა პოპულარული ფონტების გამოყენება შეიზღუდა

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ამერიკული კომპანია Monotype Imaging შეუერთდა, რომელიც პოპულარული ფონტების ავტორია.

republicworld-ის ინფორმაციით, კომპანია, რომელიც უფლებებს ფლობს პოპულარულ ფონტებზე Times New Roman, Arial, Verdana, და Helvetica , რუსეთში შრიფტების გამოყენებას კრძალავს. გამოცემა წერს, რომ შეტყობინებას დაბლოკილი ფონტების გამოყენების შესახებ მომხმარებლები ვებსაიტზე შესვლისას იღებენ.

აღნიშნული ფონტები კვლავ ხელმისაწვდომია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც Microsoft Office-ს იყენებენ.

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მთელმა რიგმა კომპანიებმა რუსული ბაზარი დატოვეს. პოპულარულ ბრენდებს შორის, რომლებიც რუსეთიდან გავიდნენ არის Nike, Ikea, Mcdonalds და სხვა ასობით კომპანია.

დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 50-ე დღეა. ამ დრომდე უკრაინაში რუსეთის აგრესიას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი