ახალი ამბები

Русский военный корабль… – უკრაინაში ზმეინის დამცველთა მარკა გამოუშვეს

13 აპრილი, 2022 •
Русский военный корабль… – უკრაინაში ზმეინის დამცველთა მარკა გამოუშვეს

უკრაინის ფოსტამ გამოუშვა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინის დამცველთა საფოსტო მარკა და ღია ბარათი.

ბარათსა და მარკაზე ცნობილი ფრაზაა დატანილი, რომელიც კუნძულის დამცველებმა უპასუხეს რუსული გემის მოთხოვნას, უბრძოლველად ჩაბარებულიყვნენ.

თავდაპირველი ცნობებით, ზმეინის დამცველები რუსმა აგრესორებმა დახოცეს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ცოცხლები, რუსულ ტყვეობაში უმყოფებოდნენ.

უკრაინამ ზმეინის დამცველებს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

მოგვიანებით, კუნძულის დამცველები ტყვეობიდან გათავისუფლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი