ევროპული უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, იგივე ეუთოს საგამოძიებო ანგარიშის თანახმად, არსებობს მტკიცებულებები რუსული მხარის მიერ დარღვევების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების ხელყოფის, სექსუალური ძალადობის, მართლმსაჯულების მიღმა მკვლელობების (იგულისხმება დახვრეტები), იძულებითი დეპორტაციის, ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენებისა და ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების გაუჩინარების შესახებ.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, რუსული მხარე თავს დაესხა ჰუმანიტარული ტვირთის კოლონებს, მარიუპოლის სამშობიარო სახლს და დრამის თეატრს.
ანგარიშის თანახმად, უკრაინული მხარის დარღვევები გამოიხატა ომის ტყვეების არასათანადო მოპყრობაში.
უკრაინაში ომი 49-ე დღეა მიმდინარეობს.







