ახალი ამბები

ზელენსკიმ ჩამოთვალა შეიარაღება, რომელიც უკრაინას გამარჯვებისთვის სჭირდება

13 აპრილი, 2022 • 2415
ზელენსკიმ ჩამოთვალა შეიარაღება, რომელიც უკრაინას გამარჯვებისთვის სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ჩამოთვალა ის შეიარაღება, რომელიც უკრაინას სჭირდება ომში რუსეთის შესაჩერებლად.

„მსოფლიოს რუსული აგრესიისგან დასაცავად, ამ ისტორიული ბრძოლის გასაგრძელებლად, უკრაინას სჭირდება სპეციფიკური იარაღები. მოვუწოდებ მოქალაქეებს მსოფლიოს მასშტაბით, დაარწმუნონ საკუთარი მთავრობები, საპრეზიდენტო ადმინისტრაციები, ლიდერები, რათა დაეხმარონ უკრაინას ამ ომის შეჩერებაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება შემდეგი სახის იარაღი:

  • 155 -მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემები და ამუნიცია;
  • 152- მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები;
  • „Hail-ის“, „Hurricane-ისა“ და/ან „M142 HIMARS-ის“ სარაკეტო სისტემები;
  • ჯავშანტრანსპორტიორები;
  • ტანკები (საბჭოთა T-72-ები ან ამერიკული და გერმანული ანალოგები);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები (S-300, Buk, ან მათი დასავლური ანალოგები);
  • საბრძოლო თვითმფრინავები.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჩერებას. მისი თქმით, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა აცხადებს, რომ შემდეგი ლოგიკური მიზანი ევროპაა.

„ან დასავლეთი დაეხმარება უკრაინას პუტინის შეჩერებაში ახლა, ან პუტინი გააგრძელებს რუსული იმპერიის გაფართოებას, ათასობით ქალისა და ბავშვის მოკვლას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში რუსული აგრესია 49-ე დღეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი